четверг, 4 сентября 2014 г.


                                          შენ ხარ ქართველი

შენ ხარ ქართველი
და ეს ვალია.
შენი სამშობლო წარუვალია
ეს შენი ენა – სხვაზე ძველია.
შენ ხარ ქართველი
და ეს ძნელია.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ სიმღერა.
ზეცისკენ როდის აღვმართეთ მზერა.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება
არ გვიწერია გადაშენება.
ცოტა ვართ როგორც სოფლის მარილი
მრავალ ჭირნახულ გადატანილი.
უფლის კვართივით ერთი მთლიანი
რწმენა დავიცვათ ვართ ქრისტიანნი.
არ გვახსოვს როდის ვიწყეთ შენება
არ გვიწერია გადაშენება.



თბილისი


среда, 3 сентября 2014 г.

სწავლას მოწყურებული

      დამთავრდა არდადეგები. დიდი შემართებით შევუდეგით  შრომას. "სწავლა სიბერემდეო" და  ჩვენც ვსწავლობთ ბლოგების შექმნას.
       იმედი მაქვს, ჩვენი შემართება შედეგზე იქნება ორიენტირებული.